Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა მილენკოვიჩთან მოლაპარაკებები წამოიწყო

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა ფიორენტინას ცენტრალურ მცველთან ნიკოლა მილენკოვიჩთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო და პირადი კონტრაქტის შეთახნების შემთხვევაში, მზად არის მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.

როსონერი ტრავმირებული სიმონ კიაერის ძიებაშია, რომელსაც სამწუხაროდ სეზონის დარჩენილი მატჩები გაუცდება და ეშმაკებს ბოლო დღეებში არაერთი მცველი დაუკავშირეს, მაგრამ Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მალდინი-მასარას დუეტის ფავორიტი სწორედ ფიორენტინას უკანახაზელი გახლავთ.

მილენკოვიჩს მიმდინარე კონტრაქტი ფიორენტინასთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება და წყაროს ინფორმაციით, მის ახალ კონტრაქტში, რომელიც 24 წლის სერბმა მიმდინარე წლის ზაფხულში გააფორმა, გამოსასყიდ თანხად 15 მილიონია მითითებული, რისი გადახდაც მილანს არ გაუჭირდება.