Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა მიმდინარე სეზონში 6 ცენტრალური დაცვის დუეტი გამოიყენა…

სეზონის სტარტიდან მოყოლებული, როსონერის ტრავმებთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

ამ მიზეზის გამო, მილანის ცენტრალური დაცვა ძალიან ხშირად იცვლებოდა, თუმცა როსონერის იუვენტუსის და ნაპოლის შემდეგ იტალიაში 23 გაშვებული ბურთით საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს.

მილანის დაცვის ცენტრში მიმდინარე სეზონში 6 წყვილი ვიხილეთ:

სიმონ კიაერმა და ალესიო რომანიოლიმ ერთად 9-ჯერ ითამაშეს;
კიაერი – გაბიას დუეტი 4-ჯერ;
კალულუ – რომანიოლის 3-ჯერ;
გაბია – რომანიოლის 2-ჯერ;
ტომორი – რომანიოლის 2-ჯერ;
კალულუ – კიაერის კი 1-ხელ ვიხილეთ.