Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა მსურველებს ტეოს ფასი შეუთვალა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის ვარსკვლავის ტეო ერნანდესის მიმართ ინტერესს პსჟ და მანჩესტერ სიტი იჩენენ.

ტეო მილანში 2019 წელს მადრიდის რეალიდან გადავიდა და ის მალდინის განხორციელებული ტრანსფერებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სვლა გახდა. ფრანგმა უკანახაზელმა 81 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც არაერთი გრანდის ყურადღება დაიმსახურა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი ტეო ერნანდესს ხელშეუხებელ ფეხბურთელად მოიაზრებს, მაგრამ თუ მის სანაცვლოდ რომელიმე დაინტერესებული მხარე 80 მილიონ ევროს გადაიხდის, როსონერი ფეხბურთელის გაყიდვაზე აუცილებლად დაფიქრდება…