Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა მხითარიანს 3-წლიანი კონტრაქტი გაუმზადა

გუშინ გამართული რომაული დერბის შემდეგ, რომელიც რომას გამარჯვებით, ანგარიშით 2 – 0 დასრულდა, ჰენრიხ მხითარიანმა საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი ჯალოროსიდან წასვლა გამორიცხული არ არის.

MilanLive-ს ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელის რომადან წასვლის შემთხვევაში, მილანი მზად არის ის თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, წელიწადში ანაზღაურების სახით კი 4 მილიონი ევრო გადაუხადოს.