Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ნაპოლის ფეხბურთელის აგენტთან კიდევ ერთი შეხვედრა ჩანიშნა

მილანი ელსეიდ ჰიუსაის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, როსონერის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტებს უახლეოს დღეებში კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

Calciomercato-ს ცნობით, ალბანელ უკანახაზელს სეზონში 3 მილიონის მიღება სურს, თუმცა როსონერის იმედი აქვს, რომ მას 2.5 მილიონსა და ბონუსებზე დაითანხმებს.

ჰიუსაის ნაპოლისთან მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და მისმა აგენტმა უკვე დაადასტურა, რომ ფეხბურთელი სეზონის ბოლოს პარტენოპეის რიგებს დატოვებს.

გათიშვა