Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა ორიჯის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ბრიტანული მედიის მტკიცებით, მილანმა ლივერპულთან დივოკ ორიჯის იჯარიაზე მოლაპარაკებები წამოიწყო და იმედი აქვს, რომ იანვარში ბელგიელი ფორვარდის დამატებას მოახერხებს.

The Athletic-ის მტკიცებით, ლივერპული ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადების კატეგორიული წინააღმდეგია.

წყაროს ინფორმაციით, მილანს კონკურენციას ინტერი უწევს, რომელიც ლუკაკუს შემცვლელს ეძებს, თუმცა მილანი ფავორიტად მიიჩნევა, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ორიჯი ლუკაკუს ძირითადი შემადგენლობიდან არ ამოაგდებს და ლივერპულს სურს, რომ ფეხბურთელმა სტაბილური სათამაშო დრო მიიღოს.