Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ორი ფეხბურთელის იჯარა შეათანხმა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანმა ბარსელონასთან და რეალთან ორი ფეხბურთელის იჯარა შეათანხმა.

პირველი მათგანი როსონერის ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი ბრაჰიმ დიასია. ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც გუშინ ნაკრებში სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა, მილანს კვლავ იჯარის წესით შეუერთდება, თუმცა ამჯერად როსონერის მისი გამოსყიდვის საშუალება ექნება, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული თანხა და ფორმულა უცნობია.

მეორე ფეხბურთელი კი ბარსელონას უკანახაზელი ხუნიორ ფირპო გახლავთ, რომლის დამატებას მილანი გასული ზაფხულიდან მოყოლებული ცდილობდა. მაშინ ფეხბურთელმა მილანში ტრანსფერი არ მოისურვა, თუმცა სათამაშო დროის ნაკლებობის გამო მან აზრი შეიცვალა და სერია ა-ში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. 24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, დიოგო დალოტის შემცვლელად მოიაზრება და როსონერის მისი გამოსყიდვის საშუალებაც ექნება.