Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ოსორიოს ტრანსფერზე წინადადება გააუმჯობესა

ნიკოლო ძანიოლოს ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, მილანი შედარებით იაფიან კანდიდატურაზე გადაერთო და ჩილეური უნივერსიდადის დარიო ოსორიოს გაფორმებას ცდილობს.

19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 7 გოლი გაიტანა და მისი სახელი გასულ კვირებში არაერთ ევროპულ გუნდს დაუკავშირეს.

MilanNews-ის ცნობით, ლომბარდიულმა გრანდმა პირველადი წინადადება 6 მილიონ ევრომდე გაზარდა და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვას უახლოეს საათებში შეძლებს.