Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა პობეგას მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანმა ტომაზო პობეგას გუნდში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

21 წლის ნახევარმცველმა, რომელიც მილანის საკუთრებაშია და იჯარის წესით სპეციაში ასპარეზობს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში სერია ა-ში 3 გოლის გატანა მოახერხა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

წყაროს ინფორმაციით, სტეფანო პიოლიმ ფეხბურთელის დაბრუნება პირადად მოითხოვა და მას ფეხბურთელთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები აქვს…