Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა პობეგას პოტენციური შემცვლელი შეარჩია

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის კარლო პელეგატის ინფორმაციით, მილანმა ტოტენჰემთან მუსა სისოკოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყო.

წყაროს ინფორმაციით, მილანი 31 წლის ფრანგი ფეხბურთელის იჯარით დამატებას გეგმავს და ის როსონერის ახალგაზრდა ნახევარმცველის ტომაზო პობეგას შემცვლელი იქნება.

პობეგამ მილანთან ერთად საკმაოდ კარგი სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი გაატარა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად როსონერი მისი იჯარით კიდევ ერთხელ გასხვისებას გეგმავს და სავარაუდოდ პობეგა იჯარით სამპდორიას, ტორინოს ან კალიარის რიგებში ითამაშებს.