Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა პობეგას შენარჩუნება გადაწყვიტა

რამდენიმე დღის წინ ტომაზო პობეგა ატალანტაში ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო და ბერგამოელები მის სანაცვლოდ საკმაოდ მსუყე თანხას იხდიდნენ, თუმცა როგორც ჩანს როსონერიმ მისი გაყიდვა გადაიფიქრა.

სპეციაში გატარებული წარმატებული იჯარის შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელი მილანში დაბრუნდა და Tuttomercato-ს ინფორამციით, სტეფანო პიოლი ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

კესი და ბენასერი შუა სეზონში მილანს დატოვებენ და თავიანთ ნაკრებებში აფრიკის თასზე მიიღებენ მონაწილეობას, რაც როსონერის ნახევარდაცვას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და სტეფანო პიოლის პობეგა აუცილებლად გამოადგება.