Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა პსჟ-ს ტეოს ფასი შეუთვალა

იტალიური გამოცემა PianetaMilan-ის ინფორმაციით, პსჟ მილანიდან ტეო ერნანდესის გაფორმების იმედს არ კარგავს და როსოენრიმ ფეხბურთელს ისეთი ფასი დაადო, რომელიც პარიზელებისთვისაც კი რთული გადასახდელი იქნება.

ჟორჟინიო ვეინალდუმის, სერხიო რამოსის, აშრაფ ჰაკიმის და ჯიჯო დონარუმას შემდეგ, ფრანგული გუნდი მარცხენა ფლანგის გაძლიერებას ცდილობს და ლეონარდოს პსჟ-ში ტეოს ხილვა სურს.

წყაროს ინფორმაციით, მალდინი ტეოს სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს არც კი განიხილავს, თუ დაინტერესებული მხარე მინიმუმ 80 მილიონის გადახდისთვის არ იქნება მზად, ამ თანხის გადახდას კი პარიზელები მილანის ერთ-ერთ ლიდერში არ აპირებენ…