Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ჟირუსთან შეთანხმებას მიაღწია

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი და ოლივიე ჟირუ პირადი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ახლა ფრანგმა ფეხბურთელმა ჩელსი უნდა დაითანხმოს, რომ ის იტალიაში უფასოდ გაუშვან.

ლურჯებმა რამდენიმე დღის წინ ჟირუს კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენეს და მისი ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივეს, თუმცა თუ ვეტერანი ფორვარდის გაფორმებას ინგლისის გარეთ რომელიმე გუნდი მოისურვებს, ჩელსი მზად არის ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ჟირუს წლიური ანაზღაურება მილანში 4 მილიონი ევრო იქნება და ის 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ფეხბურთელის აგენტი ჩელსისთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.