Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ჟირუს სამედიცინო შემოწმება ჩანიშნა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ოლივიე ჟირუ მილანში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის და როსონერისთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანი ჩელსის ვეტერანი ფორვარდის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც შემდგომში გარკვეული ბონუსები დაემატება.

34 წლის ფეხბურთელი მილანში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება და მისი წლიური გასამრჯელო 3.5 მილიონი ევრო იქნება.