Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ჟირუ მინიმუმ 10 დღით დაკარგა, ტომორი-მენიო ბრუნდებიან

მილანის ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ მუხლქვეშა მყესის დაზიანება მიიღო და ის გუნდს მინიმუმ 10 დღე ვერ დაეხმარება.

ჟირუმ დაზიანება ატლეტიკოსთან მატჩის მსვლელობისას მიიღო, რის გამო პიოლის, რომელმაც დღეს გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, მისი დროზე ადრე შეცვლა მოუწია.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მისი სიტუაცია 10 დღის შემდეგ კიდევ ერთხელ შეფასდება და ამის შემდეგ გაირკვევა, როდის დაუბრუნდება ფრანგი ფორვარდი გუნდს.

სტეფანო პიოლიმ მილანის ლაზარეთდან კარგი სიახლეც მიიღო. მაიკ მენიომ და ფიკაიო ტომორიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს და სავარაუდოდ ორივე მათგანი სასუოლოს წინააღმდეგ გუნდის განაცხადში იქნებიან.