Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა რეალს იოვიჩის იჯარაზე მიმართა

როსონერის შეტევის ხაზის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი და მათ სიას ორი შემტევი ლიდერობს.ერთი არკადიუშ მილიკია,რომელიც იუვენტუსს დღითი დღე უახლოვდება და მისი შეძენა მილანს გაუჭირდება.

მეორე კი ლუკა იოვიჩია,რომელიც მადრიდის რეალში გასულ ზაფხულს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და 24 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.ესპანური გრანდი ახალი შენაძენით იმედგაცრუებულია და სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გასხვისებას შეეცდება.

პრობლემა ის არის,რომ მადრიდელებს 60 მილიონი ევროს დაკარგვა არ სურთ და იოვიჩს ნაკლებ თანხად არ შეელევიან.მიმდინარე კრიზისის გამო და მისი ფორმის გათვალისწინებით კი ამ თანხას არავინ გადაიხდის.

გავრცელებული ინფორმაციით,მილანი ესპანელებს გამოსავალს სთავაზობს.იტალიელები მზად არიან,რომ ფეხბურთელი 2-წლიანი იჯარის წესით აიყვანონ,შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.ფეხბურთელი ხელფასის დაკლების და იტალიაში გადაბარგების წინააღმდეგი არ არის.

Leave a Reply

Your email address will not be published.