Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა რომანიოლისთან მოლაპარაკებები წამოიწყო

მილანი სანაკრებო პაუზის გამოყენებას აპირებს და ფრანკ კესისთან ერთად, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ალესიო რომანიოლისთანაც წამოიწყო.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანის წარმომადგენლებსა და რომანიოლის აგენტს მინო რაიოლას შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და უახლოეს დღეებში იტალიელი აგენტი როსონერის სათაო ოფისს ეწვევა.

მილანს წინ საკმაოდ რთული მოლაპარაკებები ელოდება, რადგან რაიოლა რომანიოლის ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვს, როსონერი კი 4 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს და თუ რომელიმე მხარე დათმობაზე არ წავიდა, მათ შეთანხმება გაუჭირდებათ…