Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა რომანიოლის გაყიდვა გადაიფიქრა

მილანში ფიკაიო ტომორის მისვლის შემდეგ, ალესიო რომანიოლიმ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ბევრი ვარაუდობდა, რომ როსონერი 26 წლის უკანახაზელს ზაფხულში გაყიდდა.

თუმცა, Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სტეფანო პიოლიმ მილანის ხელმძღვანელობას გუნდის კაპიტნის შენარჩუნება სთხოვა. პიოლის სურს, რომ გუნდში 3 მაღალი დონის ცენტრალური მცველი იყოს, რაც მილანს სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში როტაციის საშუალებას მისცემს.

რომანიოლი მილანში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მისი მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება, ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ კი მისი აგენტი მინო რაიოლა ხელფასის 3.5 მილიონიდან 5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, რაც ჯერჯერობით მილანის გეგმებში არ შედის…