Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა რომანიოლის ორი პოტენციური შემცვლელი შეარჩია

ალესიო რომანიოლის მილანიდან შესაძლო წასვლის შესახებ საუბრები იტალიურ მედიაში არ წყდება. მისი კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური საკითხების შესახებ ვერ თანხმდებიან, ამიტომ როსონერი მზად არის ის 20 მილიონად გაყიდოს და MilanLive-ს მტკიცებით, როსონერიმ 2 პოტენციური შემცვლელი უკვე შეარჩია.

სტეფანო პიოლის მომდევნო სეზონში სათადარიგოთა სკამზე მატეო გაბია და პიერ კალულუ ეყოლება, თუმცა მას ერთი უფრო მაღალი დონის ცენტრალური მცველი სურს.

წყაროს ცნობით, მალდინი-მასარას დუეტი რომანიოლის წასვლის შემთხვევაში ლენსის ლოიჩ ბადეს ან ბოლონიას ტაკეჰირო ტომიასუს დამატებას ეცდებიან.