Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა რომანიოლის პოტენციური შემცვლელი უკვე შეარჩია

მილანიდან მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალესიო რომანიოლის შესაძლო წასვლის შესახებ ხმები არ წყდება და რამდენიმე ინგლისური გუნდის შემდეგ, მისი სახელი რამდენიმე საათის წინ ბარსელონასასც დაუკავშირეს.

რომანიოლის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეებს ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არც კი დაუწყიათ, ამიტომ როსონერი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანმა მისი შემცვლელი უკვე შეარჩია.

წყაროს ცნობით, თუ რომანიოლი მილანს დატოვებს მალდინი-მასარას დუეტი გუნდის დიდი ხნის სამიზნეს, ფიორენტინას სერბ ცენტრალურ მცველს ნიკოლა მილენკოვიჩს მიუბრუნდება, რომელსაც რომანიოლის მსგავსად ფლორენციელებთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მისი დამატება 15 მილიონად არის შესაძლეველი.