Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა რომანიოლის შემცვლელი შეარჩია

ალესიო რომანიოლის კონტრაქტი მილანთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და იმის გამო, რომ როსონერი ჩელსიდან ფიკაიო ტომორის გამოსყიდვას აპირებს, მილანის კაპიტანი სათადარიგოთა ფეხბურთელად მოაიზრება.

რომანიოლის აგენტი მინო რაიოლა ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ფეხბურთელის ხელფასის გაზრდას 6.5 მილიონამდე ითხოვს, რის დაკმაყოფილებასაც მალდინი არ აპირებს და დიდი ალბათობით ის 25-30 მილიონის სანაცვლოდ გუნდს ზაფხულში დატოვებს.

ფლორენციული გამოცემა FirenzeViola-ს ინფორმაციით, მილანს რომანიოლის შემცვლელად ფიორენტინას 29 წლის ცენტრალური მცველის ხერმან პეცელას დამატებას გეგმავს, რომელსაც იები 10 მილიონად აფასებენ.

გათიშვა