Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა რომანიოლის შემცვლელი უკვე შეარჩია ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა ალესიო რომანიოლის პოტენციური შემცვლელი უკვე შეარჩია და მასთან მოლაპარაკებების წამოწყებას ზამთარში გეგმავს.

რომანიოლი მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებს შორის ჯერჯერობით ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა საკმაოდ რეალურია.

MilanNews-ის ცნობით, რომანიოლის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში მილანი დორტმუნდის 22 წლის ცენტრალური მცველის დენ-აქსელ ზაგადუს დამატებას შეეცდება, რომელიც რომანიოლის მსგავსად სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გაფორმება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.