Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა სანტოსს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა

მილანი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობს და ამჯერად მათი ყურადღება სანტოსის ახალგაზრდა ფორვარდის კაიო ჟორჟეს ტრანსფერზეა გადატანილი.

მილანს ამ მომენტისთვის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ოლივიე ჟირუ ჰყავს, ორი ვეტერანის ფონზე კი მალდინის ერთი ახალგაზრდა ფორვარდიც სურს და 19 წლის ბრაზილიელი როსონერის მთავარი სამიზნეა.

ჟორჟეს სანტოსთან კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურება და მისი დამატება 5 თვეში უფასოდ იქნება შესაძლებელი, მაგრამ კონკურენციის თავიდან ასაცილებლად მილანი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ მსუყე თანხა გადაიხადოს.

Tuttosport-ის ცნობით, მილანმა აქამდე შეთავაზებული 6 მილიონი 7-მდე გაზარდა და ტრანსფერის დახრუვას ცდილობს.

მილანთან ერთად, ჟორჟეს ტრანსფერზე იუვენტუსიც მუშაობს, თუმცა ამ მომენტისთვის ფავორიტად მილანი მოიაზრება.