Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა სანჩესზე დასაკვირვებლად სკაუტები გაგზავნა…

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანმა საფრანგეთში სკაუტები გაგზავნა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მატჩს ლილსა და ზალცბურგს შორის დაესწრნენ და მათი დაკვირვების ობიექტი რენატო სანჩესი გახლდათ, რომელიც აღნიშნულ მატჩში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სანჩესი მილანს პირველად რამდენიმე დღის წინ დაუკავშირეს და მას შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი იტალიური წყაროების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი ფიგურა გახდა.

ცნობილი ჟურნალისტის რუდი გალეტის ცნობით, მილანის სკაუტები პორტუგალიელი ნახევარმცველის თამაშით კმაყოფილები დარჩნენ, რაც მათ ინტერესს 24 წლის ნახევარმცველის მიმართ, რომელიც კესის შემცვლელად მოიაზრება, კიდევ უფრო გაზრდის.