Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა სახელფასო ჭერი დააწესა

მილანში Elliott Management-ის და ივან გაზიდისის გამოჩენის შემდეგ, როსონერი ფეხბურთელების ხელფასების შემცირებაზე ბევრს მუშაობს.

გუნდმა ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელების მიყვანით საერთო სახელფასო ჭერი საგრძნობლად შეამცირა და მათ ასეთი პოლიტიკის გაგრძელება სურთ.

Gazzetta dello Sport-ის და MilanNews-ის ინფორმაციით, მილანი არც ერთ ფეხბურთელს 4 მილიონ ევროზე მეტ ხელფასს არ შესთავაზებს ეს როგორც გუნდში მყოფ ფეხბურთელებს, ასევე მომავალში გაფორმებულ მოთამაშეებსაც შეეხებათ.

ორად ორი გამონაკლისი გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჯიჯო დონარუმა იქნებიან, თუმცა მილანი სხვა ფეხბურთელების მიმართებაში დათმობაზე წასვლას არ აპირებს…