Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა სეზონის საუკეთესო ასისტი გამოავლინა

გასულ სეზონში მილანმა არაერთი დასამახსოვრებელი საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა, მათ შორის რაფაელ ლეაოს პასი ზლატან იბრაჰიმოვიჩს მილანურ დერბიში, თუმცა საუკეთესო მაინც დავიდე კალაბრიას გადაცემა გახდა.

მილანმა თავის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გამოკითხვა ჩაატარა და ქომაგების გადაწყვეტილებით დავიდეს პასი კალიარისთან მატჩში, რომლის შემდეგაც გოლის გატანა იბრამ მოახერხა, სეზონის საუკეთესო ასისტი გახდა.