Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა სილვა-რებიჩის ბარტერი მოაგვარა?

გერმანული Bild-ის მტკიცებით, აინტრახტმა ანდრე სილვასთან პირადი კონტრაქტის დეტალები მოაგვარა, მილანი და რებიჩი კი უკვე დიდი ხანია შეთანხმებულები არიან და წყაროს ინფორმაციით, გუნდები ფეხბურთელების პირდაპირ ბარტერს სულ მალე დაადასტურებენ.

ორივე გუნდი თავის ფეხბურთელს დაახლოებით 30 მილიონ ევროდ აფასებს, ამიტომ არც ერთ მათგანს თანხის დამატება არ მოუწევს.

გასულ სეზონში ანდრე სილვა აინტრახტის რიგებში 37 მატჩი ჩაატარა და 16 გოლის გატანა მოახერხა, რებიჩმა კი 30 შეხვედრაში მეტოქის კარი 12-ჯერ აიღო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *