Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა სტრასბურგის მცველთან კონტრაქტი შეათანხმა

RMC Sport-ის ინფორმაციით, როსონერიმ სტრასბურგის ცენტრალურ მცველთან, მოჰამედ სიმაკანთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

მილანმა ფეხბურთელის სანაცვლოდ წინადადებით ფრანგულ გუნდსაც მიმართა. ჯერჯერობით ტრანსფერის ღირებულება ცნობილი არ არის, თუმცა მოარული ხმების მიხედვით დიავოლოს ფეხბურთელის გაფორმება 20 მილიონი ევრო დაუჯდება.