Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა სტრასბურგის მცველთან 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

ეჭვგარეშეა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანის მთავარი საზრუნავი დაცვის ცენტრის გაძლიერება იქნება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერის ხელმძღვანელობამ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო და მეტიც, მათ სტრასბურგის 20 წლის მცველთან, მოჰამედ სიმაკანთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს.

ახლა როსონერის ფრანგული გუნდის დარწმუნება მოუწევს, რომელთანაც შეთანხმების მიღწევას მილანი გასულ ზაფხულსაც ცდილობდა და ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონიც შესთავაზა, მაგრამ სტრასბურგს 20 მილიონი სურს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

მალდინი და მასარა პარალელურად ალტერნატიულ ვარიანტებზეც მუშაობენ. სიმაკანის გარდა, როსონერის ზამთრის სატრანსფერო სიაში ოზან კაბაკი და მატეო ლოვატო იქნებიან და ორივე მათგანი ფასი დაახლოებით 15-20 მილიონი ევროა.