Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა სტრასბურგს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 10 დღე დარჩა, თუმცა როსონერიმ მუშაობა უკვე დაიწყო და სიახლე არავისთვისაა, რომ გუნდისთვის პრიორიტეტული ცენტრალური მცველის გაფორმება იქნება.

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ მილანმა სტრასბურგს მოჰამედ სიმაკანის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

MilanNews-ის მტკიცებით, როსონერიმ ცოტა ხნის წინ ფრანგულ გუნდს ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა. გამოცემის ინფორმაციით, როსონერი მზად არის ფეხბურთელის საანცვლოდ 15-16 მილიონი ევრო გადაიხადოს, რასაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება. პიოლის ტრანსფერის დახურვა მაქსიმალურად მოკლე დროში სურს, რომ ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში რაც შეუძლება მალე დაიწყოს.