Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა სტრასბურგს პირველი წინადადებით მიმართა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი სტრასბურგის უკანახაზელის, მოჰამედ სიმაკანის ტრანსფერზე გააქტიურდა და ფრანგულ გუნდს პირველი წინადადებით მიმართა.

წყაროს ინფორმაციით, როსონერი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადოს, სტრასბურგი კი 20 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ითხოვს და როსონერის იმედი აქვს, რომ ტრანსფერს 15 მილიონის მიდამოებში დახურავს.

პარალელურად  მილანი ფიორენტინას ფეხბურთელის, ნიკოლა მილენკოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. მისი აგენტი როსონერის ხელმძღვანელობას უახლოეს დღეებში შეხვდება, თუმცა იების ცენტრალური მცველი გუნდს დიდი ალბათობით არა იანვარს, არამედ სეზონის ბოლოს დატოვებს.