Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ტადიჩის თანხმობა მიიღო

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანმა აიაქსის ფეხბურთელის ტუშან ტადიჩისგან ტრანსფერზე მწვანე შუქი მიიღო და ახლა მოლაპარაკებებს უშუალოდ ნიდერლანდელებთან გეგმავს.

ტადიჩის სახელმა მილანთან მიმართებაში გუშინ გაიჟღერა და როგორც ჩანს, 32 წლის ფეხბურთელი როსონერისთვის პრიორიტეტულ სამიზნედ ყალიბდება.

სერბი ფეხბურთელის საყვარელი პოზიცია მარცხენა ფლანგი გახლავთ, მაგრამ მას შემტევი ნახევარმცველის როლის შეთავსება და მილანში ჩალჰანოღლუს შეცვლაც შეუძლია.

წყაროს ინფორმაციით, ტადიჩის გუნდიდან წასვლის მოთხოვნის შემთხვევაში ნიდერლანდელები მას წინ არ აღუდგებიან, მაგრამ დუშანის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება სურთ.