Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ტანგანგას ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა ტოტენჰემთან ჯაფეტ ტანგანგას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, აბდუ დიალოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მილანის ხელმძღვანელობა ლონდონელებს დაუკავშირდა და ფეხბურთელის მიმართ ინტერესი კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

წყაროს ცნობით, მთავარი პრობლემა კვლავ ტრანსფერის ფორმულაა. იტალიურ გრანდს ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით, ტოტენჰემს კი უნდა, რომ გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იყოს…