Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ტომორისთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა ფიკაიო ტომორის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო და ინგლისელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

ტომორი როსონერის რიგებს იანვარში, 6-თვიანი იჯარით შეუერთდა, თუმცა მან თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა და მილანი მის კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედების და ფეხბურთელის 28 მილიონ ევროდ გამოსყიდვას გეგმავს.

ნიკოლო შირას ინფორმაციით, მილანმა ტომორისთან 5-წლიანი კონტრაქტის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახლა მოლაპარაკებებს ჩელსისთან აწარმოებს და გამოსასყიდი თანხის შემცირებას ცდილობს.