Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ტომორის ტრანსფერზე მოლაპარაკებები წამოიწყო

ფიკაიო ტომორი მილანისთვის უდაოდ ზამთრის საუკეთესო ტრანსფერი იყო და იტალიური მედიის ინფორამციით, მილანმა ჩელსისთან ფეხბურთელის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

ინგლისელი ფეხბურთელი როსონერის იჯარის წესით შეუერთდა და მილანს მისი გამოსყიდვა 28 მილიონ ევროდ შეუძლია. Calciomercato-ს ინფორმაციით, მალდინი – მასარას დუეტი ჩელსისთან ფეხბურთელის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ცდილობს, რომ ტომორის გამოსასყიდი თანხა შეამციროს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლონდონელების დაყოლიებას მოახერხებენ.