Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა ტონალისთვის გაუმჯობესებული წინადადება გაამზადა

იუვენტუსი,ინტერი და მილანი სანდრო ტონალის ტრანსფერისთვის იბრძვიან და ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის დათმობა არც ერთ მათგანს არ სურს.

ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად როსონერი აქტიურობს და რამდენიმე დღის წინ დიავოლომ ბრეშას 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა,რაზეც უარი მიიღო.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,მილანის ხელმძღვანელობა ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს და ბრეშას ახალ,გაუმჯობესებულ წინადადებას უმზადებს,რომლის მიხედვითაც როსონერი ბრეშას ტონალის სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს გადაუხდის.

სანდრო ტონალიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა,რომ ბავშვობიდან მილანის გულშემატკივარია და მილანს ამ ფაქტის გამოყენების იმედი აქვს,თუმცა სელინო ფეხბურთელის 40 მილიონ ევროზე ნაკლებად გაშვებას არ აპირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.