Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა უმტიტის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

სტეფანო კიაერის ტრავმის შემდეგ, მილანი ცენტრალური მცველის ძიებაშია და როსონერის სახელს არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს, თუმცა ესპანური წყაროების მტკიცებით, მილამა არჩევანი შედარებით იაფ კანდიდატურაზე, ბარსელონას სამუელ უმტიტიზე შეაჩერა.

28 წლის ფრანგი უკანახაზელი ბლაუგრანას გეგმებში უკვე დიდი ხანია არ შედის და მას მიმდინარე სეზონში მოედანზე არც ერთი წუთი არ გაუტარებია, ამიტომ ბარსელონა მზად არის ფეხბურთელი ზამთარში სიმბოლური თანხის სანაცვლოდ გაასხვისოს.

Sports.es-ს ინფორმაციით, მილანმა უმტიტის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და მოლაპარაკებებს როგორც ფეხბურთელთან, ასევე უშუალოდ ბარსელონასთან უახლოეს პერიოდში წამოიწყებს.