Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ფაივრესთან მოლაპარაკებები შეწყვიტა…

მილანი შემტევი ნახევარმცველის ძიებას განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, როსონერი ბრესტის ახალგაზრდა ფეხბურთელის რომან ფაივრეს გაფორმებით აღარ ინტერესდება და მის ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი ფეხბურთელის დამოკიდებულება გახდა, რომელსაც როსონერის რიგებში თამაში ისე უნდოდა, რომ თავისი ახლანდელი გუნდის მიმართ არაერთი უპატივცემულო კომენტარი გააკეთა, მილანს კი ეს არ მოეწონა და მის ტრანსფერზე მუშაობა გადაიფიქრა.

წყაროს ცნობით, მილანი ახალი სახელების ძიებაშია და იმედი აქვს, რომ ზამთარში გუნდს სამუ კასტილეხო დატოვებს, რაც გუნდს სატრანსფერო ფანჯარაზე უფრო მეტი თავისუფლების საშუალებას მისცემს…