Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ფინანსური ზარალი გაანახევრა…

მილანმა გასული ფინანსური წლის ანგარიში გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ როსონერიმ 2020-21 წლებში 96.4 მილიონი ევრო იზარალა.

შესაძლოა ეს რიცხვი არც თუ ისე ოპტიმისტურად ჟღერს, თუმცა როსონერიმ 2019-20 წლების სეზონის ბოლოს 194.6 მილიონი ევრო იზარალა და პანდემიის მიუხედავად, გუნდმა ამ მაჩვენებლების ორჯერ გაუმჯობესება მოახერხა.

იუვენტუსმა გასული ფინანსური წლის განმავლობაში თავისთვის რეკორდული, 210 მილიონი ევრო დაკარგა, სხვა იტალიურ გრანდებს კი ჯერჯერობით ფინანსური ანგარიში არ გამოუქყვეყნებიათ.