Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ფლორენცის შემცვლელი შეარჩია

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ფლორენცის სიტუაციის გამო უკმაყოფილოა და მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

ფლორენცი მილანს სეზონის სტარტზე, იჯარის წესით შეუერთდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა 30 წლის ფეხბურთელს მენისკის პრობლემის გამო გუშინ ოპერაციის გაკეთება მოუწია, რის გამოც მინიმუმ 1 თვე გაუცდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ როსონერიმ მისი გამოსყიდვა მოისურვოს.

MilanNews-ის ცნობით, როსონერიმ ფლორენცის შემცვლელი უვკე შეარჩია და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანჩესტერიდან დიოგო დალოს დაბრუნებას შეეცდება, რომელმაც გასული სეზონი როსონერის რიგებში იჯარის წესით გაატარა და მანჩესტერში დაბრუნდა, თუმცა ის გუნდის გეგმებში არ შედის და სავარაუდოდ წითელი ეშმაკების რიგებს ზამთარში ან სეზონის ბოლოს დატოვებს.