Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა შეთავაზება გაზარდა, ზლატანი კონტრაქტს სულ მალე გააფორმებს

ივან გაზიდისმა გუნდის მიერ შეთავაზებული წინადადება გაზარდა და იბრა ახალ კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანმა პირველად შეთავაზებული 5 მილიონის ნაცვლად შვედ ფეხბურთელს 6 მილიონი შესთავაზა, რაც დიდი ალბათობით ზლატანისთვის საკმარისი აღმოჩნდება და კონტრაქტის გაფორმებას წყარო ორშაბათს ელოდება.

სწორედ ორშაბათს ბრუნდება გუნდი Milanello-ზე და რაიოლას, იბრაჰიმოვიჩის და გაზიდისის შეხვედრაც ამ დღეს არის ჩანიშნული.

Leave a Reply

Your email address will not be published.