Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა შესაძლოა ზიეშის გაფორმება პაკეტას დახმარებით შეძლოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიუკასლი ლიონის ბრაზილიელი შემტევის ლუკას პაკეტას გაფორმებას ცდილობს, რაც მილანისთვის პოზიტიური სიახლეა.

SportItalia-ს ცნობით, ნიუკასლი 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ლიონს 50 მილიონ ევროს სთავაზობს, მის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით კი თანხის 15 პროცენტი მილანს ჩაერიცხება, რაც 7.5 მილიონი ევრო გახლავთ.

გამოცემის ცნობით, თუ აღნიშნული ტრანსფერი განხორციელდა და მილანმა დამატებითი ფინანსური შევსება მიიღო, იტალიური გრანდი ჩელსიდან ჰაკიმ ზიეშის გაფორმებას ეცდება.