Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა შესაძლოა მარსელის გარემარბი უფასოდ დაიმატოს

სატრანსფერო ფანჯარა უკვე რამდენიმე დღის წინ დაიხურა, თუმცა სიახლეები შესაძლო ტრანსფერებზე მაინც არ წყდება. მალდინიმ და მასარამ ბევრი კარგი ტრანსფერი განახორციელეს, თუმცა გუნდს რამდენიმე პოზიციაზე ფეხბურთელები მაიცნ აკლია.

ბევრის აზრით, მილანს ცენტრალური მცველის გარდა, ერთი გარემარბი კიდევ სჭირდება და არ არის გამორიცხული, რომ დიავოლომ მარსელის 27 წლის ფეხბურთელის, ფლორიან ტაუვინის დამატება, რომელიც 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული, სრულიად უსასყიდლოდ მოახერხოს.

ფრანგ ფეხბურთელს მარსელთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მან ახალ ხელშეკრულებაზე უარი უკვე თქვა.

MilanNews-ის ინფორმაციით, მალდინი და მასარა მის გაფორმებას უკვე იანვარში განიხილავენ, თუმცა სავარაუდოდ ისინი სეზონის დასრულებას დაელოდებიან, რომ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი გაუვიდეს და მისი უფასოდ გაფორმება გახდეს შესაძლებელი. მასარა მის გაფორმებას რომაში მუშაობის დროს ცდილობდა და მას შემდეგ, ფეხბურთელის შეძენა მილანშიც სცადა, თუმცა უშედეგოდ.