Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა შესაძლოა პირველი ტრანსფერი რამდენიმე საათში დაადასტუროს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მოლაპარაკებები მილანსა და ტორინოს შორის სუალიჰო მეიტეს ტრანსფერთან დაკავშირებით კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა როსონერიმ პირველი ტრანსფერი რამდენიმე საათში გააოფიციალუროს.

გუშინდელ მატჩში ტორინომ 26 წლის ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა და ეს ფაქტი მის მილანში შესაძლო ტრანსფერზე ხმებს კიდევ უფრო ამყარებს.

MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერი ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანს, რის სანაცვლოდაც 1 მილიონს გადაიხდის და მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება.

გათიშვა