Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ჩალჰანოღლუსთან მოლაპარაკებები განაახლა

გუშინ მოგახსენეთ, რომ სტეფანო პიოლი ჰაკან ჩალჰანოღლუსთან მოლაპარაკებებში პირადად ჩაერთო და მისი მოთხოვნით როსონერიმ თურქ ფეხბურთელთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები განაახლა.

ჩალჰანოღლუს მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 30 ივნისს იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ხელფასის გამო ვერ თანხმდებიან.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანმა ბოლო საათებში ჩალჰანოღლუს აგენტთან პოზიტიური მოლაპარაკებები გამართა და მხარეებმა თანამშრომლობის სურვილი ღიად დააფიქსირეს. გამოცემის ცნობით, ჩალჰანოღლუ მზად არის მოთხოვნილი 5 მილიონი 4.5 მილიონამდე შეამციროს, როსონერი კი 4 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს და ისიც არ არის გამორიცხული, რომ შეთანხმება კონტრაქტში ბონუსების სისტემის ჩადებით მოხერხდეს.

გათიშვა