Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ჩალჰანოღლუს ახალი პირობები შესთავაზა

მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტზე მუშაობას განაგრძობს და სურვილი აქვს, რომ თურქ ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება თვის ბოლომდე შეათანხმოს.

MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერიმ დღეს ფეხბურთელს ახალი, გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა. წყაროს მტკიცებით, მილანი მზად არის ჰაკანს სეზონში 4 მილიონი ევრო გადაუხადოს, რასაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება და საერთო ჯამში მას ხელფასი 4.5-5 მილიონი ევრო გამოუვა…