Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ჩალჰანოღლუს დრო ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მისცა

ბოლო დღეებში მოლაპარაკებები მილანსა და ჰაკან ჩალჰანოღლუს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე განახლდა და იტალიური მედიის ინფორამციით, მხარეებმა რამდენიმე პოზიტიური დიალოგი გამართეს.

თუქრმა ფეხბურთელმა კატარის ალ-დუჰაილის მსუყე შემოთავაზება უარით გაისტუმრა და ევროპაში დარჩენა სურს. მისი მიმდინარე ხელშეკრულება მილანთან 30 ივნისს იწურება და MilanNews-ის ცნობით, როსონერიმ ჰაკანს საბოლოო პასუხის მოსაფიქრებლად დრო 11 ივნისამდე მისცა.

წყაროს ცნობით, როსონერი შეთავაზების გაზრდას არ აპორებს და თანხმობის შემთხვევაში, ჰაკანი მილანში 2025 წლამდე დარჩება, მისი ანაზღაურება კი 4 მილიონი ევრო და გარკვეული ბონუსები იქნება.