მილანმა ჩალჰანოღლუს პრიორიტეტული შემცვლელი შეარჩია
ჰაკან ჩალჰანოღლუს ინტერში გადასვლის შემდეგ, მილანს მისი არაერთი პოტენციური შემცვლელი დაუკავშირეს, მაგრამ Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, როსონერის პრიორიტეტული სამიზნე ჩელსის ჰაკიმ ზიეიჩია.
ჩელსიმ მოროკოელი ფეხბურთელი აიაქსიდან 2020 წლის ივლისში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, მაგრამ ის თომას ტუხელის გეგმებში არ შედის და ლურჯები ფეხბურთელის გასხვისებას გეგმავენ.
ინგლისში გატარებული არც თუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ, ჩელსის კარგად ესმის, რომ 27 წლის ფეხბურთელს 40 მილიონად ვერ გაყიდის და ლონდონელები მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არიან, თუ დაინტერესებული მხარე ფეხბურთელის ხელფასს სრულიად დაფარავს.
მილანი ჰაკიმის აგენტთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და თუ ფეხბურთელი მისი ახლანდელ იხელფასის – 6 მილიონის 4 მილიონამდე შემცირებას დათანხმდება, როსონერი ჩელსისთან მის იჯარაზე დაიწყებს მუშაობას.