Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა ჩალჰანოღლუს ფასი დაადო

Pianeta Milan-ის და ბრიტანული გამოცემა Express-ის მტკიცებით, მილანი მზად არის ჰაკან ჩალჰანოღლუ იანვარში გაყიდოს და მსურველებს მისი ფასიც შეუთვალა.

ჩალჰანოღლუს კონტრაქტი როსონერისთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც ჩანს, მილანმა მის შენარჩუნებაზე იმედი საბოლოოდ დაკარგა, ამიტომ იანვარში მის გაყიდვას შეეცდება, რომ ზაფხულში თურქმა ფეხბურთელმა გუნდი უფასოდ არ დატოვოს.

ჩალჰანოღლუს ტრანსფერზე ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედი, იუვენტუსი და პსჟ აქტიურობენ და წყაროების მტკიცებით, მილანი მზად არის ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ გაუშვას.