Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ჩალჰანოღლუს შემცვლელი იპოვნა

ერთდროულად რამდენიმე იტალიური და ფრანგული წყარო ირწმუნება, რომ მილანი ბორდოს შემტევი ნახევარმცველის იასინ ადლის ტრანსფერზე მუშაობს.

ფრანგული გამოცემა Footmercato-ს ჟურნალისტის სანტი აუნას ცნობით, როსონერი მზად არის ბორდოს 21 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაუხადოს, რასაც მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში მიღებული თანხის 10 პროცენტი დაემატება.

MilanNews-ის ჟურნალისტი დანიელე ლონგო მილანის ძლიერ ინტერესს ფეხბურთელის მიმართ ადასტურებს, თუმცა მისი ცნობით როსონერის ჯერჯერობით ფრანგებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.